რუბრიკა: ახალი იდეები, ახალი ინიციატივები. თემა: სასკოლო სასწავლო წრეები


გარდა კლუბებისა, სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო სხვადასხვა წრემ.  ბუნება-მე-3 კლასი,  ნორჩ არქეოლოგთა -V კლასი, I-VII კლასი- ინგლისურის, I კლასი- ქართულის და მათემატიკის და II კლასი- ქართულის და მათემატიკის.
ბუნების წრე ფუნქციონირებს ყოველ პარასკევს მეექვს გაკვეთილზე. კურატორია ლამარა ჭიღიტაშვილი. წევრები აკეთებენ სხვადასხვა აქსესუარებს , რომლებიც შეეხება ბუნებას.
ნორჩ არქეოლოგთა წრეს ხელმძღვანელობს თემურ კაპანაძე. წრე ფუნქციონირებს ყოველ ორშაბათს 5 გაკვეთილის შემდეგ. ისინი შეისწავლიან გაკვეთილისგან განსხვავებულ თემებს და ასევე აწყობენ ღონისძიებებს. ერთ-ერთი ასეთი იყო 3 დეკემბერს, რომელიც ითვალისწინებდა საირხის არქეოლოგიური გათხრების ნახვას.
ინგლისურის წრეს ხელმძღვანელობს ირინა ლობჟანიძე. წრე ფუნქციონირებს ყოველ ორშაბათს 6 გაკვეთილის შემდეგ. ბავშვები მეცადინეობენ გაკვეთილიდან გამომდინარე. დამატებით და გაძლიერებულად.
I კლასში შექმნილია ქართულისა და მათემატიკის წრეები. კურატორია ფრივდა ფარქოსაძე. ქართულის  წრეში მუშაობენ ყოველ ხუთშაბათს 4 გაკვეთილის შემდეგ, ხოლო მათემატიკის წრე ყოველ პარასკევს 4 გაკვეთილის შემდეგ. I კლასის ქართულის წრეში აკეთებენ დავალებებს გაკვეთილიდან გამომდინარე და ასევე მათემატიკის წრეშიც დავალებები სრულდება მათემატიკის გაკვეთილის მიხედვით, გაძლიერებულად.
ქართულის და მათემატიკის წრეები შექმნილია ასევე  II კლასში და კურატორია ნონა შუკაკიძე. მათემატიკის წრე ფუნქციონირებს ყოველ პარასკევს, ხოლო ქართულის წრე ყოველ სამშაბათს. ქართულის წრეში აკეთებენ ნასწავლი ტექსტების გაშინაარსებას და გააზრებას. მათემატიკის წრეში მუშაობენ გაკვეთილიდან გამომდინარე, მაგრამ სრულყოფილად და გაძლიერებულად. სწავლობენ იმას, რაც გაკვეთილში მოცემულ თემასთან დაკავშირებით არ არის მოცემული.

გვანცა წერეთელი.
 ჟურნალისტ-ანალიტიკოსთა კლუბის წევრი    

0 comments:

Отправить комментарий