რუბრიკა: ახალი იდეები, ახალი ინიციატივები. თემა: რუსულისა და ხელოვნების კლუბები


რუბრიკა: ახალი იდეები...             ახალი ინიციატივები
თემა: რუსულისა და ხელოვნების კლუბები
საგანმანათლებლო კლუბები და სასწავლო წრეები ჩვენს სკოლაში
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილის საჯარო სკოლაში დირექციის ინიციატივით და მოსწავლეთა მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით  შეიქმნა   შემეცნებითი კლუბები და სასწავლო წრეები.
ჟურნალისტიკის კლუბის წევრები დავინტერესდით და  მოვიპოვეთ ინფორმაცია მათი მუშაობის  შესახებ. კლუბის წევრებისთვის მოვამზადეთ ხუთ-ხუთი შეკითხვა. კითხვები შეეხებოდა კლუბის სახელწოდებას, დევიზს, კლუბის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და წევრების შთაბეჭდილებებს კლუბთან დაკავშირებით. ჩვენ  მიერ მოპოვებული ინფორმაცია ასეთია:
რუსულის  კლუბი ,,Русский дом’’, კლუბის დევიზი ,,Мы узнаем язык пушкина’’. კლუბის კურატორი მასწავლებელია ედუარდ აბრამიშვილი, ხოლო კურატორი მოსწავლე მარიამ დემეტრაშვილი. კლუბის შეხვედრა ეწყობა ყოველ პარასკევს შვიდი გაკვეთილის შემდეგ. კლუბის წევრებს მოსწონთ კლუბი. ისინი უსმენენ სხვადასხვა დიალოგებს. საუბრობენ რუსულად სხვადასხვა თემებზე. ზოგჯერ მათ კლუბში არის აზრთა სხვადასხვაობა. ისინი ამჟამად ქმნიან კედლის გაზეთს.
ხელოვნების კლუბში ბავშვების ძალიან დიდი რაოდენობაა, ამიტომ მოხერხდა მხოლოდ 10 ბავშვის გამოკითხვა. ყველა კითხვას გაეცა პასუხი. კლუბის სახელწოდებაა ,,ფერადი ხელები’’. კლუბის კურატორები არიან ეკა ბურძენიძე და ზეინაბ გოგატიშვილი.  ისინი აქტიურად მუშაობენ. მათ განახორციელეს გამოფენა-გაყიდვები. წევრებს ყველაზე მეტად მოსწონთ ყელსაბამების კეთება. კლუბში ხშირადაა აზრთა სხვადასხვაობა, რაც მოგვარებადია. კლუბის წევრები ხშირად იკრიბებიან სხვა კლუბებისგან განსხვავებით.

გვანცა წერეთელი.
 ჟურნალისტ-ანალიტიკოსთა კლუბის წევრი    


0 comments:

Отправить комментарий