ჭორვილის საჯარო სკოლა თითქმის 100 წლისაა !!!
ჭორვილა ერთ-ერთი უძველესი სოფელია საქართველოში.თამარ
მეფის მიერ წარმოებულ საბუთებში ვკითხულობთ,რომ სოფელ ჭორვილას უნდა გამოეკვება გალათის
ტაძრის 12 ბერი.სოფელი ჭორვილა განთავსებულია საჩხერის სამხრეთით,რაიონული ცენტრიდან6
კილომეტრის დაშორებით , არის ძალიან ლამაზი თავისი ხალხით, სოფელში ოდითგანვე ცხოვრობდენენ
და ცხოვრობენ შემდეგი გვარები:წერეთელი, დვალი, გამგებელი, ბერიძე, ტყემალაძე, ივანაშვილი, ზუბიაშვილი, ხატელიშვილი, დემეტრაშვილი, მაჭავარიანი, გოგატიშვილი, გაბაძე, მჭედლიშვილი, ნადირაძე, მეგრელიშვილი, ბურძენიძე, წიქვაძე,
ხარაიძე. ცხოვრობენ ისინი უკვე მრავალი წელია და ვერც ვერავინ გეტყვით რომელი გვარი საიდან და
როდის მოვიდა, რომ ამ მიწაზე დასახლებულიყო და თავისი გვარი და ჯილაგით გამრავლებულიყო.
სოფელში ცხოვრობს უაღრესად მშრომელი ხალხი, დაუზარელი, მტკიცე
და ურყევი-მუხლ-ჩაუხვრელი, მკლავმ-ოუღლელი. ყველა გვარის კაცს უყვარს სიმღერა პოეზია, სპორტი, ხელოვნება. ყველა
ოჯახს აქვს მარანი, მარანში ჭურები, ჭურებში დალოცვილი სითხე, რომლის ზომიერად მიღება
და რომლითაც მოლხენა ქართველთ უძველესი მოდგმიდან მოგვსდევს. ჭორვილას ჭორვილელები
დიდი სითბოთი და პატივისცემით ეპყრობიან, ის მათი სიყვარული და სიამაყეა.
დრო გადის, ადამიანები იცვლებიან, თაობა თაობას მისდევს,მაგრამ არ იცვლება იმ სკოლის სიყვარული, რომელიც პირველად დაიდგა ცაცხვებში. რომ არა სოფლის სიყვარული, მისი ხალხის ერთიანობა,შეიძლება სოფელი სკოლის გარეშე დარჩენილიყო, დიდი პატივისცემით იხსენებენ სოფლის უფროსი თაობის წარმომადგენლები: ბატონ ლადო და სერგო ივანაშვილებს, სოფელ საირხის მკვიდრს, ახალგაზრდა პედაგოგს,ბატონ ვლადიმერ ( ლადიკო) გრძელიშვილს, რომლის ძალისხმევით 1925-1926 წლებში დაარსდა სკოლა. 1930 წელს სკოლა გადმოიტანეს ყოფილი გომართლების სახლში, (იქ უკვე არავინ ცხოვრობდა). გაიხსნა დაწყებითი სკოლა რომლის პირველი გამგე იყო ბატონი ლადიკო გრძელიშვილი.შემდეგ გამგედ მუშაობდა ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხიდან ... მოდებაძე, სამწუხაროდ მისი სახელი ვერ გავიგეთ. 1935 წლის 1 სექტემბერიდან გამგედ მუშაობდა სოფელ ქორეთიდან ქალბატონი ნინა ლომიძე. იგი მუშაობდა 1938 წლის 1 სექტემბრამდე. 1938 წლიდან 1945 წლამდე მუშაობდა თინა ნადირაძე საირხიდან, 1945 წლიდან ბიქტორ ბიჭაშვილი (ქორეთიდან), 1947 წლიდან 1959წლამდე გიორგი ივანაშვილი . 1959 წლიდან 1964 წლის 1 სექტებრამდე მუშაობდა ჟუჟუნა გულიაშვილი.1964 წლის 1 სექტემბრიდან დაწყებითი სკოლა გადაკეთდა რვაწლიან სკოლად და მისი უცვლელი დირექტორი 2000 წლის აგვისტომდე თამაზ ქემერტელიძე იყო. 2000 წლიდან 2005 წლამდე კახა ქემერტელიძე, 2005 წლიდან 2011 წლამდე ამირან ხვედელიძე, 2011-2012 წლებში ნოდარ გოგატიშვილი, 2012-2013 წლებში ლევან ივანაშვილი, 2014 წელს გია მჭედლიშვილი.
ჭორვილის დაწყებით სკოლაში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ პედაგოგები;
..... მოდებაძე, ვენერა მიქაძე, ციცა კირვალიძე, თინა იასონის ას ნადირაძე, ვალერიან ივანეს ძე მეგრელი, თენგიზ იოსების-ძე სადუნიშვილი, ვალერიან ივანეს ძე მეგრელი, ანდრო სილიონის-ძე ბურძენიძე, ლამარა (მანანა) გიორგის ასული მჭედლიშვილი, ალექსანდრე ვალერიანის ძე გამგებელი,ნუნუ დავითის ასული ივანაშვილი, თამარ სოლომონის ასული იაკობიძე , ნინო შოთას ასული წიქვაძე, ავთანდილი დავითის ძე ივანაშვილი, მანანა ავთანდილის ასული კაპანაძე, ბიქტორ დავითის ძე ბიჭაშვილი,აგრაფინა ევგენის ასული ფალავანდიშვილი, კონსტატინე კონსტატინეს ძე მარგველაშვილი,ნორა ისიდონეს ძე ჭაოკაძე, ვლადიმერ ლადიკოს ძე გრძელიშვილი, ნინა ლომიძე, თამარ ილიას ასული ნადირაძე, ჟენია ივანეს ასული მაჭავარიანი, გიორგი პარმენის ძე ივანაშვილი, ჟუჟუნა ირაკლის ასული გულიაშვილი, ლალი მჭედლიშვილი, მადონა
კაპანაძე.
სკოლის იმ მასწავლებელთა და თანამშრომელთა სია და სურათები, რომელიც შევძელით და მოვიპოვეთ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
სასწავლო პროექტის ფარგლებში ზემოთ წარმოდგენილი მასალები მოპოვებული და დამუშავებულია ჭორვილის სკოლის შემდეგი მოსწავლეების მიერ: სალომე დემეტრაშვილი, მაკა ბურძენიძე და საბა ტყემალაძე. პროექტის ხელმძღვანელი, ი.ს.ტ.-ის პედაგოგი გიორგი ხომასურიძე.
სასწავლო პროექტის ფარგლებში ზემოთ წარმოდგენილი მასალები მოპოვებული და დამუშავებულია ჭორვილის სკოლის შემდეგი მოსწავლეების მიერ: სალომე დემეტრაშვილი, მაკა ბურძენიძე და საბა ტყემალაძე. პროექტის ხელმძღვანელი, ი.ს.ტ.-ის პედაგოგი გიორგი ხომასურიძე.
2014 წლის იანვრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე სკოლას ხელმძღვანელობდა სოფელ კორბოულის მკვიდრი გიორგი ხომასურიძე.
ამ პერიოდში სკოლაში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები ....
0 comments:
Отправить комментарий