რუბრიკა: ახალი იდეები, ახალი ინიციატივები. თემა: დებატების და სპორტული კლუბი


ჭორვილის საჯარო სკოლაში ჩატარებული გამოკითხვიდან,  თუ როგორი განწყობა აქვთ, სპორტისა და დებატების კლუბის მიმართ, მასში გაწევრიანებული მოსწავლეების 100-დან 100%- მოსწონს თავისი კლუბი. ასევე, გამოკითხულები არიან კლუბის კურატორი მოსწავლეები მარიამ დემეტრაშვილი და აკო დეკანოიძე. მარიამ დემეტრაშვილი ამბობს რომ კლუბში იკრიბებიან სამშაბათს ექვსის შემდეგ და მომავალში გეგმავენ ღონისძიებას ბულინგზე - მათი დევიზია არისტოტელეს სიტყვები- „ ჭეშმარიტება იბადება კამათში,“- მათი ლოგოა ჩამორთმეული ხელი, იმის ნიშნად რომ ერთმანეთის აზრი გაითვალისწინონ და იმეგობრონ, გერბი არ აქვთ იმიტომ რომ მათ კლუბს არაფერი შეეფერება. მისი მოლოდინი ამართლებს. კლუბში მისი ჩათვლით არის 9 მოსწავლე, ხოლო კურატორი მასწავლებელია ირმა გუდაძე. გამოკითხულია კლუბის 7 მოსწავლე, მათგან ყველას მოსწონს თავისი კლუბი, შვიდივეს ერთნაირი პასუხები აქვთ, მათ მოსწონთ რომ ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ. ყველა მოსწავლის იმედი გაამართლა დებატების კლუბმა.
         რაც შეეხება სპორტის კლუბს, სპორტის კლუბის კურატორის თქმით, ისინი იკრიბებიან პარასკეობით, მაგრამ აპირებენ დანიშნონ კიდევ ერთი დღე კვირაში. ღონისძიებებს ჯერ არ გეგმავენ, კურატორის თქმით- დრო უჩვენებთ ღონისძიება როდის უნდა ჩაატარონ. მათი დევიზიარადგან შესაძლებლობების საზღვარი არის როგორც შიში, ხშირ შემთხვევაში ილუზიაა,“- იმის ნიშნად რომ არ უნდა დანებდე. გერბი არ აქვთ- მას არაფრის მოლოდინი არ ჰქონია, ხოლო მოსწავლეები არ დაუთვლია, მაგრამ მათი უმეტესობა მე-9 კლასიდანაა, გამოკითხულია 6 მოსწავლე, აქედან ყველა კმაყოფილია, კითხვაზე თუ რატომ მოსწონდათ სპორტის კლუბი სწორი პასუხი მხოლოდ ერთმა გასცა, იმიტომ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდეს, უმეტესობამ დაწერა რომ იმიტომ მოსწონდა რომ ერთობოდა და მხიარუოლობდა. რომელია თქვენი საყვარელი სპორტი 1 დაასახელა ცურვა, 3-ფრენბურთი, 2- კალათბურთი და 2- მა ფეხბურთი.(ზოგიერთმა ორი სპორტი დაასახელა ერთდროულად).



   მარიამ ბურძენიძე
  ჟურნალისტ-ანალიტიკოსთა კლუბის წევრი   

0 comments:

Отправить комментарий