გივი ჩიღვინაძის საიუბილეო საღამო


20 მარტს ჭორვილის საჯარო სკოლის ჟურნალისტ-ანალიტიკოსთა კლუბი
რენაუდოტიეწვია მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს საჩხერის რაიონში, სადაც ჩატარდა საჩხერელი პოეტის გივი ჩიღვინაძის საიუბილეო საღამო.
ამ საღამოზე მოსწავლე ახალგაზრდობის მოსწავლეები გამოვიდნენ და წაიკითხეს გივი ჩიღვინაძის ლექსები.საღამოს დასრულებისას კი ყოველ მონაწილეს გადაეცა გივი ჩიღვინაძის ლექსების კრებული.
საღამოზე აგრეთვე გამოვიდნენ სიტყვით გივი ჩიღვინაძის მასწავლებელი, ბავშობის მეგობარი,სოფ.მოხვას სკოლის დირექტორი და მეუღლე,რომლებმაც გივის მიულოცეს დაბადების დღე და უსურვეს წარმატებები
ამ კონცერტზე იმყოფებოდა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა რომელმაც საღამოს მსვლელობის დროს  გადასცა ბატონ გივი ჩიღვინაძეს საპატიო საჩხერლის აკაკი წერეთლის მედალი.
საღამოს ბოლოს კი თავად გივი ჩიღვინაძე გამოვიდა სიტყვით და წაიკითხა ლექსები.
საღამოს დასრულების შემდეგ მონაწილეები და მაყურებლები მასთან ფოტოებს იღებდნენ მათ არც ჩვენ ჩამოვრჩით და ჩვენს გადავიღეთ ფოტოები რის შემდეგაც დროში შეზღუდულობის გამოც ჩვენ მოვახერხეთ მისთვის ერთი კითხვის დასმა რომლის ვიდეომასალა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ გვერდზე.

გიორგი ივანაშვილი

0 comments:

Отправить комментарий