ჭორვილიდან საჩხერემდე....


ჭორვილიდან   საჩხერემდე....
პოეტ გივი ჩიღვინაძის შემოქმედებითი საღამო
მიმდინარე წლის 20 მარტს  საჩხერის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, საჩხერის საპატიო მოქალაქის, ბატონ გივი ჩიღვინიძის შემოქმედებითი საღამო. ღონისძიებას დავესწარით ჭორვილის საჯარო სკოლის ჟურნალისტიკის კლუბი. გაიმართა ბატონ გივი ჩიღვინაძის წიგნების ,,მთების ხსოვნაში’’ და ,,მთებისა და ტყეების ამბები’’- პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ  საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის "თე-არტის" მოსწავლეები, მხატვრული კითხვის ნორჩი დეკლამატორები და თაობა+ - ის მოსწავლეები.  შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ  პოეტის  მასწავლებელი, ქალბატონი ნარგიზ გაბაძე, ბატონი გივის მეუღლე ქალბატონი შორენა ჭელიძე და მსახიობი გურამ შუკაკიძე. დეკლამატორების შემდეგ ბატონმა გივიმაც წაიკითხა რამოდენიმე ლექსი. მის ერთ-ერთი ლექსში ,,სხივები გზაზე’’ ნახსენებ იყო საჩხერის რაიონი სოფელი ჭორვილა. ბატონ გივი დავუსვით შეკითხვა იმის შესახებ, ნამდვილი იყო, თუ არა ლექსში მოთხრობილი ამბავი. მან გვითხრა, რომ ლექსში მონაყოლი ამბავი ნამდვილად გადახდა თავს 1976 წელს, როდესაც ის ახალგაზრდა იყო. ერთ მზიან დღეს, მისი მონაყოლის მიხედვით, მან და მისმა ორმა ახლობელმა  ადამიანმა, ჭორვილაში იქეიფეს და შემდეგ გადაწყვიტეს საჩხერეში გორისის გზით  წასულიყვნენ. როდესაც უკვე მიდიოდნენ საჩხერეში, გზად შეხვედროდათ ორი გოგონა, რომელთაც ბალი დაბნეოდათ გზაზე. მასთან ერთად მყოფ ერთ-ერთ ახლობელს, რომელიც  შედარებით ხნიერი იყო, ბატონი გივისთვის უთქვამს, რომ გოგონებს ვაჟკაცურად დახმარებოდნენ, მაგრამ გოგონებმა არ აკადრეს და მადლობა გადაუხადეს მათ. ბატონმა გივიმ თქვა, რომ ეს ლექსი დიდი ხნის შემდეგ დაწერა, როდესაც ეს ამბავი გაახსენდა.

                 ჟურნალისტ-ანალიტიკოსთა კლუბის წევრი გვანცა წერეთელი

0 comments:

Отправить комментарий