სკოლების ავტორიზაცია

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, „ზოგადი განათლების კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონპროექტის თანახმად სკოლების ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტის მიხედვით 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად 2026-2027 წლამდე დასრულდება.

ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო ჩვენი სკოლაც.

ავტორიზაციის პროცესში სკოლას დასჭირდება მთლიანად სასკოლო საზოგადოების მაღალი ჩართულობა. იმედი გვაქვს ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ჩვენი სკოლის პრესტიჟსა და ავტორიტეტს შეჰფერის.

წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სკოლას...

0 comments:

Отправить комментарий