სტატიაზე თანდართული სურათები იხილეთ ამ ბმულზე.
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. სკოლაში ფუნქციონირებს მრავალი წრე და კლუბი. ერთ-ერთი აქტიური კლუბი არის ფიზიკის კლუბი „ტესლა“-კურატორი პედაგოგი თინა გოგალაძე. წელს ჩვენი ფიზიკის კლუბის წევრები მონაწილეობას ღებულობდნენ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში. მოგეხსენებათ, ეს არის საკმაოდ მაღალი დონის საგანმანათლებლო ღონისძიება და მასში მონაწილეობა პატივია ნებისმიერი სკოლისათვის. ფიზიკის კლუბის წევრებმა
1.გრძელიშვილი როლანდი-XII კლასი
2.ბურძენიძე ომარი XII კლასი
3.კინოიანი ლიკა XII კლასი
4.გოგატიშვილი ელგუჯა XI კლასი
5.ივანაშვილი გიორგი XI კლასი
6.მაჭარაშვილი გოგა XI კლასი
7.ბერიძე დავითი XI კლასი
8.შეყლაშვიკი თეკლა IX კლასი
9.დვალი სანდრო IX კლასი
10.ტყემალაძე ზურაბი IX კლასი
11.ტყემალაძე ნიკა IX კლასი
12.ბარბაქაძე ნიკა VII კლასი
სამეცნიერო პიკნიკზე წარადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი მუშა მოდელები, კერძოდ :
1. მაღალი ძაბვის გენერატორი 2. ელექტროშოკი 3. ტესლა 4. ციმციმა 5. გენერატორის მოდელი 6. მანქანის მოქმედი მოდელი 7. თვითმფრინავის მოქმედი მოდელი 8. გრავიტაციული ბორბალი 9. ელექტრო რხევების მიმღები ხელსაწყო
მოდელებმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, არც სტუმრები და მნახველები მოკლებია ჩვენი სკოლის კარავს. ამ დღით ყველა კმაყოფილი დარჩა, სტუმარიც და მასპინძელიც. მომავალ წელს ვგეგმავთ უფრო გავამრავალფეროთ სამეცნიერო პიკნიკზე წარსადგენი ჩვენი ნამუშევრები და წარვადგინოთ როგორც ფიზიკის, ასევე ქიმიისა და ბიოლოგიის კლუბები.
პირვე რიგში დიდი მადლობა ილიაუნს სკოლების ასეთი მხარდაჭერისთვის, ილიაუნის კურსდამთავრებულ ჩვენი სკოლის ყოფილ მოსწავლეს სალომე კაპანაძეს გვერდში დგომისა და გულშემატკივრობისათვის, ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს და ქალბატონ თინა გოგალაძეს ნაყოფიერი შრომისათვის, საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის მასწავლებლებს თეა ღონღაძეს და ნანა კომლაძეს, სასწავლო ნაწილის გამგეს ქალბატონ ირმა გუდაძეს აქტიური დახმარებისათვის, ხოლო ბატონ თემურ მჭედლიშვილს ჩვენი პატივისცემა უსაფრთხო და სასიამოვნო ტრანსპორტირებისათვის.
0 comments:
Отправить комментарий