3 ნოემბერს საჩხერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული მუხრანობა იზეიმეს ...
ღონისძიება დაიწყო
ქალაქ საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერში პოეტის ბიუსტის პატივმიგებით და სოფელ არგვეთში გაგრძელდა.
მუხრან მაჭავარიანის სახელობის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა ღონისძიება. შესრულდა ლიტერატურული, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა მუხრან მაჭავარიანის ქალიშვილი ნანა მაჭავარიანი. მან ჟურნალისტ-ანალიტიკოსთა კლუბის წევრების მიერ დასმულ
რამოდენიმე შეკითხვასაც უპასუხა. ის გვიყვება, რომ ბატონ
მუხრანს ბევრი
გატაცება ჰქონდა.
იმის გარდა,
რომ პოეტი
იყო, მუხრანი წნავდა და ასევე მუშაობდა ხეზე.
მუხრან მაჭავარიანის სამფლობელოში შევხვდებით მის მიერ შექმნილ რამოდენიმე ნივთს.
ნანა მაჭავარიანის თქმით მუხრანი არც ისე მარტივი ხასიათის კაცი იყო, არ უყვარდა შვილებისთვის ჭკუის
დარიგება, ის საკუთარი თავით აძლევდა შვილებს მაგალითს. ქალბატონი ნანა ამბობს: - „წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს არაფერს არ შევცვლიდი და მუხრანმა თუ რამე მაწყენინა
ვფიქრობ, რომ სწორი იყო“. მუხრან
მაჭავარიანი 9-10 წლის ასაკში წერდა
მცირე ზომის
მხიარული ხასიათის ლექსებს. მამის
მსგავსად ნანა მაჭავარიანიც წერს ლექსებს, მაგრამ ის ამბობს, რომ საზოგადოებას თავის ლექსებს არასდროს გააცნობს. ნანა მაჭავარიანის თქმით რთულია
იყოს მუხრან
მაჭავარიანის შვილი,
რადგან მუხრანის წასვლის შემდეგ
მან თავის
თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო,
მუხრან მაჭავარიანის სახელის უკვდავსაყოფად ის აკეთებს სხვადასხვა ღონისძებებს, კონკურსებს, სხვადასხვა გამოცემებს და ა.შ. ამით ნანა მაჭავარიანი ამბობს,
რომ მას თავისი სამშობლო ძალიან
უყვარს და უნდა, რომ საქართველო ისეთი გახადოს, როგორიც წარმოედგინათ დიდ ქართველ მგოსნებს.
გვანცა წერეთელი
0 comments:
Отправить комментарий